მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენებით მოსწავლეებს ვუბიძგებ გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და ხელი შევუწყო საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას.
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. ვისწავლე ,, თუ როგორ გამოვიყენო 21 - ე საუკუნის უნარ-ჩვევები კლასში" და ხელი შევუწყო მოსწავლეებში ამ უნარ - ჩვევების დანერგვას. ინტერნეტ რესურსების გამოყენება უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის საგაკვეთილო პროცესს.
მოსწავლეებს შეუძლიათ საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენება, მაგრამ მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვა გარკვეულ ცოდნას საჭიროებს.ამ ტრენინგის საშუალებით გავეცანი და გავაცნობ მოსწავლეებს საავტორო უფლებების კანონმდებლობას და რესურსების სამართლიანი გამოყენების წესებს.
Комментарии
Отправить комментарий